თანამედროვეობის
ზოგადსაკაცობრიო პრობლემები, რომლებიც საერთოა მთელი მსოფლიოსათვის, ყველა რეგიონისა
და ქვეყნისთვის და მათი გადაჭრა მხოლოდ მთელი კაცობრიობის ძალისხმევით არის შესაძლებელი.ცალ-ცალკე
სახელმწიფოები უძლურნი არიან, ისინი ინდივიდუალურად ვერ გადაჭრიან ამ პრობლემებს ნებისმიერი გ.პ პირდაპირ ან ირიბად ეხება ყოველ სახელმწიფოს . გლობალური
პრობლემები ძალიან ბევრგვარია მაგრამ გამოვყოფდი ”ტერორიზმს” რომელიც 21 საუკუნეში
N1 პრობლემაა.
სიტყვა
ტერორი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს შიშს. ტერორიზმი
- ძალადობის გამოყენება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიარაღებული თავდასხმა, რომლის
მიზანია არა მოწინააღმდეგისადმი რაიმე სტრატეგიული ზიანის მიყენება, არამედ შიშის დანერგვა,
შანტაჟი. კერძოდ, ტერორისტული აქტი შეიძლება მიმართული იყოს ადამიანების წინააღმდეგ,
რომლებსაც ტერორისტების პოლიტიკურ პოზიციასთან საერთო არაფერი აქვთ.
ტერორიზმი სათავეს იღებს ჯერ კიდევ გასულ საუკუნეებში. უკვე 1605 წელს ინგლისელ
ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმზ I–ის მოკვლა. ტერორისტული ჯგუფის,ნაროდნიკების
მიერ 1881 წელს მოკლული იქნა რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი. ტეორირისტული
მოქმედების გეაგრაფია განსაკუთრებით მე–20 საუკუნეში გაიზარდა, კერძოდ კი მის მეორე
ნახევარში. ტერორისტული აქტის მსხვერპლი 1914 წლის 28 ივნისს გახდა ავსტრია–უნგრეთის
ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი. 1934 წლის 9 ოქტომბერს მარსელში მოკლეს იუგოსლავიის
მეფე ალექსანდრე და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბართუ. დღეისათვის ტეორისტულ
აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოეთის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების
თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში, აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით,
ასევე წერილებსა თუ ამანათებში გაერკვეული ბეთქებადი საშუალებების მოთავსებით.
1972 წელს მიუნხენის საზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე 11 ებრაელი სპორტსმენის სიცოცხლე
შეიწირა ტერორისტთა დაუნდობელმა მოქმედებამ. 1981 წელს თურქმა ტერორისტმა მუჰამედ ალი–ადქმა
თავდასხმა მოაწყო რომის პაპ იოანე–პავლე II-ზე. არაბი ტეორორისტების მოქმედების შედეგად
1988 წელს შოტლანდიის საჰაერო სივრცეში ამერიკული თვითმფრინავი აფეთქდა, რომელმაც
270 კაცის სიცოცხლე იმსვერპლა. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა, კერძოდ კი ისლამური
სახელმწიფოები, მაგალითად, ლიბია ტერორიზმის ხელშემწყობია და ტერორისტებს აქ
"თავისუფლებისათვის მებრძოლთ" უწოდებენ.
ჩვენთვის ყველაზე ცნობილი ტერორისტული
თავდასხმა რომელიც აშშ ს ტერიტორიაზე მოხდა, ალ-ქაიდას თვითმკვლელ
ტერორისტთა კოორდინირებულ თავდასხმათა სერია აშშ-ის ტერიტორიაზე 2001 წლის 11 სექტემბერს.
ამ დღეს 19 ისლამისტმა ტერორისტმა შეიპყრო ოთხი კომერციული სამგზავრო თვითმფრინავი.
გამტაცებლებლმა გამიზნულად დააჯახეს ორი თვითმფრინავი ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის
ორ ცათამბჯენს (ე.წ. ტყუპებს), რის შედეგადაც დაიღუპა ყველა მგზავრი და ამ შენობებში
იმ მომენტში მყოფი ხალხის დიდი ნაწილი. ორივე შენობა ორი საათის განმავლობაში ჩამოიქცა
და თან მოიყოლა მიმდებარე ორი შენობა და მრავალი სხვა ძლიერ დააზიანა. გამტაცებლებმა
მესამე თვითმფრინავი პენტაგონის შენობას დააჯახეს. მეოთხე თვითმფრინავი სომერსეტ ქაუნთის,
პენსილვანია, ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა.
კიდევ ერთი გლობალური პრობლემა რომელიც ჩემი
აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია მნიშვნელოვან პრობლემებს შორის ეს არის გლობალური დათბობა.
გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის
საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში
0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით
"დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან
სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი)
სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს
სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს.
21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა
1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს
დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული
წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება
კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა
და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები,
გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.
ჯერჯერობით უცნობია დედამიწის რომელი რეგიონი უფრო მეტად დაზარალდება ამ ცვლილებების
შედეგად. სახელმწიფოთა უმრავლესობამ ხელი მოაწერა კიოტოს ოქმს, რომელიც ატმოსფეროში
სათბურის აირების გაფრქვევათა შემცირებას ისახავს მიზნად. თუმცა არ წყდება დებატები
იმის შესახებ, თუ რა უფრო რაციონალურია: გლობალური დათბობის შეჩერების ან შემოტრიალების
მცდელობა თუ ადაპტაცია არსებულ და მოსალოდნელ ცვლილებებისადმი.
საერთაშორისო ორგანიზაცია ”Global Humanitarian Forum”-მა, რომლის თავმჯდომარეც
გაეროს გენერალური დირექტორი კოფი ანანია, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური
დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ ”New
Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში
ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე იმაშია, რომ კლიმატის ცვლა
ბუნებრივი სტიქიური მოვლენების რაოდენობის ზრდას იწვევს, ისეთების, როგორიცაა გვალვა
და წყალდიდობა. ამას გარდა ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების
სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. ”Global Humanitarian Forum”-ის
მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%-ი) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები
ვარაუდობენ, რომ 2030 წლისათვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე
გაიზრდება.