Saturday, February 15, 2014

ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება

     ნუ დავკარგავთ ფიქრში დროს! აქტიური ცხოვრებით და ჯანსაღი კვებით უნდა გავილამაზოთ ცხოვრება. გახსოვდეთ შეგონება ”ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”. ცხოვრების ჯანსღი კვება და აქტიური ცხოვრება, მეც ძალიან ხშირად მსმენია,ისევე როგორც თქვენ,თუმცა ეს არაა მთავარი.მთავარია გვესმოდეს რას გულისხმობს ის. ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების  წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ყველა ადამიანისათვის. ყველას სურს,რომ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ჩემი აზრით, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა  რომ, ადამიანი ჩამოყალიბდეს პიროვნებად, ანუ იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში,გამოირჩეს სხვა ადამიანებში თავისი ინდივიდუალობით. განათლება,კულტურა,და პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, რომ ადამიანი პიროვნება იყოს. მას სამყაროს მისეული ხედვა, საკუთარი მრწამსი და მისწრაფებები აქვს. თითოეული პიროვნება არამხოლოდ აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალობას, არამედ აქტიურად იბრძვის მისი გამოვლენისა და დამკვიდრებებისათვის. ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება , ანუ ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება.
       ადამიანის პირადი წარმატება წარმოუდგენელია კარგი ჯანმრთელობის გარეშე.კარგი ჯანმრთელობა კი წარმოუდგენელია სწორი,ჯანსაღი კვების გარეშე. სუფთა,მსუბუქი,სწორად შერჩეული და მომზადებული საკვები ანიჭებენ სხეულს ინტელექტსა და სულს სიმსუბუქის,სიცოცხლის ხალისის გრძნობებს. ისინი ამარაგებენ სხეულს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტით,რაც ხელს უწყობს ადამიანს სწორად იაზროვნოს და იმოქმედოს.ავადმყოფი ადამიანი თავის ცხოვრების უმეტეს ნაწილს უთმობს ავადმყოფობაზე ფიქრს და მასთან ბრძოლას, ამიტომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია მისივე მდგომარეობით. მრავალი კვლევის შედეგად დამტკიცდა,რომ წარმატების მისაღწევად ჯანსაღ კვებას ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  
        აქტიური ცხოვრება და ჯანსაღი კვება ორგანიზმის ჯანმრთელობის,დღეგრძელობის საწინდარია. სხვა საკითხია ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა,თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! იგი არის, უპირველეს ყოვლისა კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან. ეს არის უბრალო ცხოვრების პოზიცია,ადამიანის ქცევა და შემოქმედება,მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისაკენ.ცხოვრების ჯანსაღი წესი არის: ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა, ზომიერება     ყველაფერში,გაკაჟება,სწორი კვება,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,ჰიგიენა- ეს არის გზა ცხოვრების ჯანსაღი წესისაკენ. ჩვენ განუწყვეტლივ  ვხარჯავთ სასიცოცხლო ენერგიას, არა მხოლოდ მაშინ, როცა: ვაზროვნებთ,ვფიქრობთ, ვმუშაობთ, ფიზიკურად ვაქტიურობთ, არამედ მაშინაც როცა ვისვენებთ ან გვძინავს. გული,ფილტვები, თირკმელები და სხვა ორგანიზმები არასოდეს ისვენებენ.ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა ვეცადოთ  დავიცვათ ჯანმრთელობის  მთავარი პრინციპი, აქტიური ცხოვრება  და ჯანსაღი კვება. ამით ორგანიზმსაც გავაჯანსაღებთ და სიცოცხლესაც  გავიხანგრძლივებთ.ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესი კვების რეჟიმსა და საკვების შემადგენლობაზეა  დამოკიდებული. უნდა გვესმოდეს რომ, ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია და იგი ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს,რათა დიდხანს შევინარჩუნოთ  ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა. ადრეული ასაკიდანვე უნდა ვეცადოთ ჯანსაღი უნარ-ჩვევების ათვისებას. დავკავდეთ საყვარელი სპორტის სახეობით, ვიყოთ მეტად აქტიური, ცხოვრების მოყვარულები.მისი დამკვიდრება ჩვენს ცხოვრებაში ეს არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი. 
        უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, გავუფრთხილდეთ უძვირფასეს კაპიტალს- ჩვენს ჯანმრთელობას და ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი და სრულფასოვანი საზოგადოების  შექმნისათვის.
              დავტკბეთ  ბედნიერებით, რათა ცხოვრება იყოს მშვენიერი.



                                                                    ავტორი : მარიამ გელაშვილი  

No comments:

Post a Comment