შესაძლებლობების შეზღუდვა ნიშნავს მხოლოდ შესაძლებლობების შეზღუდვას და არაფერს მეტს. შესაძლებლობები კი ყველას შეზღუდული გვაქვს იმ თვალსაზრისით, რომ ყველას ყველაფერი არ შეგვიძლია. ხშირ შემთხვევაში კი იმ ადამიანებს, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონეებს (ცუდ შემთხვევაში „ინვალიდებს“ ან „უნარშეზღუდულებს“) ვუწოდებთ, ამ შესაძლებლობებს გარედან ვუზღუდავთ, შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას არ ვაძლევთ, გვერდით არ ვუდგებით, მათი არ გვესმის, არ გვჯერა. არადა, მათ მიმართ სოლიდარობა საზოგადოებაში არაა პატარა. თუმცა, აქვე ისიც ვაღიაროთ - სოლიდარობა და სიბრალული სხვადასხვა რამეა.
საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებები არ არის დაცული რადგან მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება. ან თუ აკეთებენ რამეს ესაც მხოლოდ ხალხის დასანახად რადგაც პანდუსები რომლებიც გადასასვლელ ხიდებზა გაკეთებული უბრალოდ შეუძლებელია მისი საშუალებით შშმპ ის გადაადგილება.ჩვენ მოსახლეობა გვერდით უნდა დავუდგეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ რადგან ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ და არ ვაგრძნობინოთ მათ ის რომ ისინი ჩვენზე რამით ნაკლებნი არიან .
No comments:
Post a Comment