Wednesday, February 19, 2014

ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები

დღეს საქართველოში უამრავი ბავშვთა სახლია, სადაც ათასობით უპატრონო ბავშვი ცხოვრობს. ამ ბავშვების 84% ყავს მშობელი თუ ორივე არა ერთი მაინც, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამოკითხულების ძალიან ცოტა პროცენტი ასახელებს ამის მიზეზად ეკონომიურ გაჭირვებას.
არიან მშობლები რომლეთაც არ ცალიათ უბრალოდ მათთვის. არის კატეგორია მშობლებისა რომელთაც ავადმყოფი შვილების გაზრდა არ შეუძლიათ და არიდებენ მათ როგორც თავიანთ თავს ასევე თავიან ოჯახის წევრებს. და კიდევ ერთი მიზეზი არის მარტოხელა დედების შვილები. ანუ არასასურველები.
·                    ბავშვის ხასიათის სწორად ჩამოყალიბებისთვის, მისი ჰარმონიული განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედასთან კონტაქტს; დედას ვერავინ შეცვლის, თუნდაც ყველაზე უკეთესი საბავშვო დაწესებულება.
·            დედას ძალდატანებით დაშორებული ბავშვის ქცევაში გამოყოფს ერთიმეორის მომდევნო ფაზებს: პროტესტის ფაზას, სასოწარკვეთის ფაზას, ძალაუნებური შემრიგებლობის ფაზას.
·            დედასთან განშორება უკვალოდ არასოდეს ჩაივლის.ბავშვი შეიძლება გაიზარდოს სასტიკი, შურისმგებელი, კაცთმოძულე. ამრიგად, უდავოა მხოლოდ ერთი რამ: ბავშვის ხასიათის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია დედობრივი მზრუნველობა. მაგრამ როგორი უნდა იყოს ის, რით უნდა გამოიხატოს, ჯერ კიდევ სადავოა.     

 საკითხი:
     ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და        დაცვა სახელმწიფოსაგან. დიდი ზომის დაწესებულებები ბავშვებისათვის ყველაზე ნაკლებ შესაფერისადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. სათანადო ალტერნატივები გულისხმობს მინდობით აღზრდას (ნათესავების ოჯახი პრიორიტეტულია) და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს, რომლებშიც 8-10 ბავშვი ცხოვრობს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გამოწვევას წარმოადგენს იმ ბავშვების ალტერნატიული ზრუნვით უზრუნველყოფა, რომლებიც არიან ჩაგვრის, ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი, ან რომლებიც ძალადობის მნიშნელოვანი რისკის ქვეშ არიან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების, როგორიცაა მაგ. განათლება, ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად.



     როგორი დამოკიდებულება აქვთ თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს მშობლებთან? ეს დამოკიდებულება გაორებულია. ბავშვებს, რომლებიც უდედოდ ცხოვრობენ, შემონახული აქვთ მათ მიმართ სიყვარულიც და სიძულვილიც. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ობლები, ბავშვები, რომელთა დედ-მამას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ბავშვები, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. ნაცნობ-ნათესავებისაგან მათ  ხშირად ესმით საწყენი სიტყვები მშობლების მისამართით, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ რაც უფრო მეტს ლანძღავენ მათ, მით უფრო უყვართ ისინი, მითებს კი არ ჰყვებიან განსაცდელში ჩავარდნილ, უბედურ მშობლებზე - მხოლოდ უანგაროდ უყვართ და ეს სიყვარული არავითარ ახსნას არ საჭიროებს. რომ იცოდნენ მშობლებმა, როგორ ენატრებათ ისინი ბავშვებს, რომლებიც ადვილად გაწირეს ანდა სულაც დაივიწყეს... პარადოქსია: საზოგადოება შეუფერებელი საქციელისთვის ახდენს ზრდასრული ადამიანების იზოლაციას, ართმევს მათ მშობლის უფლებას, მაგრამ რჩებიან მათი შვილები - ერთადერთნი ამქვეყნად, რომლებიც ინარჩუნებენ ამ ადამიანებისადმი ერთგულებას.
     ავტორი:მარიამ გულბანი

No comments:

Post a Comment