Wednesday, February 19, 2014

ოჯახის მზრუნველობას მოკლებული ბავშვები

დღეს საქართველოში უამრავი ბავშვთა სახლია, სადაც ათასობით უპატრონო ბავშვი ცხოვრობს. ამ ბავშვების 84% ყავს მშობელი თუ ორივე არა ერთი მაინც, და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გამოკითხულების ძალიან ცოტა პროცენტი ასახელებს ამის მიზეზად ეკონომიურ გაჭირვებას.
არიან მშობლები რომლეთაც არ ცალიათ უბრალოდ მათთვის. არის კატეგორია მშობლებისა რომელთაც ავადმყოფი შვილების გაზრდა არ შეუძლიათ და არიდებენ მათ როგორც თავიანთ თავს ასევე თავიან ოჯახის წევრებს. და კიდევ ერთი მიზეზი არის მარტოხელა დედების შვილები. ანუ არასასურველები.
·                    ბავშვის ხასიათის სწორად ჩამოყალიბებისთვის, მისი ჰარმონიული განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დედასთან კონტაქტს; დედას ვერავინ შეცვლის, თუნდაც ყველაზე უკეთესი საბავშვო დაწესებულება.
·            დედას ძალდატანებით დაშორებული ბავშვის ქცევაში გამოყოფს ერთიმეორის მომდევნო ფაზებს: პროტესტის ფაზას, სასოწარკვეთის ფაზას, ძალაუნებური შემრიგებლობის ფაზას.
·            დედასთან განშორება უკვალოდ არასოდეს ჩაივლის.ბავშვი შეიძლება გაიზარდოს სასტიკი, შურისმგებელი, კაცთმოძულე. ამრიგად, უდავოა მხოლოდ ერთი რამ: ბავშვის ხასიათის ჰარმონიული განვითარებისთვის აუცილებელია დედობრივი მზრუნველობა. მაგრამ როგორი უნდა იყოს ის, რით უნდა გამოიხატოს, ჯერ კიდევ სადავოა.     

 საკითხი:
     ოჯახს განცალკევებული ყველა ბავშვის უფლებაა, მიიღოს სათანადო მზრუნველობა და        დაცვა სახელმწიფოსაგან. დიდი ზომის დაწესებულებები ბავშვებისათვის ყველაზე ნაკლებ შესაფერისადაა აღიარებული საერთაშორისო დონეზე. სათანადო ალტერნატივები გულისხმობს მინდობით აღზრდას (ნათესავების ოჯახი პრიორიტეტულია) და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებს, რომლებშიც 8-10 ბავშვი ცხოვრობს. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, გამოწვევას წარმოადგენს იმ ბავშვების ალტერნატიული ზრუნვით უზრუნველყოფა, რომლებიც არიან ჩაგვრის, ძალადობისა და უგულებელყოფის მსხვერპლნი, ან რომლებიც ძალადობის მნიშნელოვანი რისკის ქვეშ არიან. სიღარიბე, შეზღუდული შესაძლებლობები და ძირითადი მომსახურებების, როგორიცაა მაგ. განათლება, ხელმისაწვდომობის ნაკლებობა, არასოდეს არ უნდა იქცეს ბავშვის ოჯახიდან ჩამოშორების მიზეზად.



     როგორი დამოკიდებულება აქვთ თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებს მშობლებთან? ეს დამოკიდებულება გაორებულია. ბავშვებს, რომლებიც უდედოდ ცხოვრობენ, შემონახული აქვთ მათ მიმართ სიყვარულიც და სიძულვილიც. ნებისმიერ საზოგადოებაში არიან ობლები, ბავშვები, რომელთა დედ-მამას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, ბავშვები, რომლებზეც მშობლებმა უარი თქვეს. ნაცნობ-ნათესავებისაგან მათ  ხშირად ესმით საწყენი სიტყვები მშობლების მისამართით, მაგრამ საკვირველი ის არის, რომ რაც უფრო მეტს ლანძღავენ მათ, მით უფრო უყვართ ისინი, მითებს კი არ ჰყვებიან განსაცდელში ჩავარდნილ, უბედურ მშობლებზე - მხოლოდ უანგაროდ უყვართ და ეს სიყვარული არავითარ ახსნას არ საჭიროებს. რომ იცოდნენ მშობლებმა, როგორ ენატრებათ ისინი ბავშვებს, რომლებიც ადვილად გაწირეს ანდა სულაც დაივიწყეს... პარადოქსია: საზოგადოება შეუფერებელი საქციელისთვის ახდენს ზრდასრული ადამიანების იზოლაციას, ართმევს მათ მშობლის უფლებას, მაგრამ რჩებიან მათი შვილები - ერთადერთნი ამქვეყნად, რომლებიც ინარჩუნებენ ამ ადამიანებისადმი ერთგულებას.
     ავტორი:მარიამ გულბანი

Saturday, February 15, 2014

ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება

     ნუ დავკარგავთ ფიქრში დროს! აქტიური ცხოვრებით და ჯანსაღი კვებით უნდა გავილამაზოთ ცხოვრება. გახსოვდეთ შეგონება ”ჯანსაღ სხეულში, ჯანსაღი სულია”. ცხოვრების ჯანსღი კვება და აქტიური ცხოვრება, მეც ძალიან ხშირად მსმენია,ისევე როგორც თქვენ,თუმცა ეს არაა მთავარი.მთავარია გვესმოდეს რას გულისხმობს ის. ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრების  წესის დამკვიდრება ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ყველა ადამიანისათვის. ყველას სურს,რომ ცხოვრებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ჩემი აზრით, ამისათვის პირველ რიგში საჭიროა  რომ, ადამიანი ჩამოყალიბდეს პიროვნებად, ანუ იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში,გამოირჩეს სხვა ადამიანებში თავისი ინდივიდუალობით. განათლება,კულტურა,და პროფესიონალიზმი არ არის საკმარისი, რომ ადამიანი პიროვნება იყოს. მას სამყაროს მისეული ხედვა, საკუთარი მრწამსი და მისწრაფებები აქვს. თითოეული პიროვნება არამხოლოდ აცნობიერებს საკუთარ ინდივიდუალობას, არამედ აქტიურად იბრძვის მისი გამოვლენისა და დამკვიდრებებისათვის. ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებლად ესაჭიროება ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება , ანუ ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება.
       ადამიანის პირადი წარმატება წარმოუდგენელია კარგი ჯანმრთელობის გარეშე.კარგი ჯანმრთელობა კი წარმოუდგენელია სწორი,ჯანსაღი კვების გარეშე. სუფთა,მსუბუქი,სწორად შერჩეული და მომზადებული საკვები ანიჭებენ სხეულს ინტელექტსა და სულს სიმსუბუქის,სიცოცხლის ხალისის გრძნობებს. ისინი ამარაგებენ სხეულს ყველა სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტით,რაც ხელს უწყობს ადამიანს სწორად იაზროვნოს და იმოქმედოს.ავადმყოფი ადამიანი თავის ცხოვრების უმეტეს ნაწილს უთმობს ავადმყოფობაზე ფიქრს და მასთან ბრძოლას, ამიტომ მისი შესაძლებლობები შეზღუდულია მისივე მდგომარეობით. მრავალი კვლევის შედეგად დამტკიცდა,რომ წარმატების მისაღწევად ჯანსაღ კვებას ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  
        აქტიური ცხოვრება და ჯანსაღი კვება ორგანიზმის ჯანმრთელობის,დღეგრძელობის საწინდარია. სხვა საკითხია ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა,თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! იგი არის, უპირველეს ყოვლისა კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან. ეს არის უბრალო ცხოვრების პოზიცია,ადამიანის ქცევა და შემოქმედება,მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისაკენ.ცხოვრების ჯანსაღი წესი არის: ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა, ზომიერება     ყველაფერში,გაკაჟება,სწორი კვება,მავნე ჩვევებზე უარის თქმა,ჰიგიენა- ეს არის გზა ცხოვრების ჯანსაღი წესისაკენ. ჩვენ განუწყვეტლივ  ვხარჯავთ სასიცოცხლო ენერგიას, არა მხოლოდ მაშინ, როცა: ვაზროვნებთ,ვფიქრობთ, ვმუშაობთ, ფიზიკურად ვაქტიურობთ, არამედ მაშინაც როცა ვისვენებთ ან გვძინავს. გული,ფილტვები, თირკმელები და სხვა ორგანიზმები არასოდეს ისვენებენ.ყოველივე ამის გათვალისწინებით უნდა ვეცადოთ  დავიცვათ ჯანმრთელობის  მთავარი პრინციპი, აქტიური ცხოვრება  და ჯანსაღი კვება. ამით ორგანიზმსაც გავაჯანსაღებთ და სიცოცხლესაც  გავიხანგრძლივებთ.ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ყველა სასიცოცხლო პროცესი კვების რეჟიმსა და საკვების შემადგენლობაზეა  დამოკიდებული. უნდა გვესმოდეს რომ, ჯანსაღი კვება და აქტიური ცხოვრება ნებისმიერ ასაკში აუცილებელია და იგი ჩვენი ცხოვრების წესად უნდა იქცეს,რათა დიდხანს შევინარჩუნოთ  ჯანმრთელობა და ახალგაზრდობა. ადრეული ასაკიდანვე უნდა ვეცადოთ ჯანსაღი უნარ-ჩვევების ათვისებას. დავკავდეთ საყვარელი სპორტის სახეობით, ვიყოთ მეტად აქტიური, ცხოვრების მოყვარულები.მისი დამკვიდრება ჩვენს ცხოვრებაში ეს არის ერის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გაჯანსაღების გზაზე გადადგმული ნაბიჯი. 
        უარი ვთქვათ მავნე ჩვევებზე, გავუფრთხილდეთ უძვირფასეს კაპიტალს- ჩვენს ჯანმრთელობას და ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღი და სრულფასოვანი საზოგადოების  შექმნისათვის.
              დავტკბეთ  ბედნიერებით, რათა ცხოვრება იყოს მშვენიერი.



                                                                    ავტორი : მარიამ გელაშვილი  

ვიზრუნოთ ფლორასა და ფაუნაზე :)

      ბუნებრივი   გარემო — დედამიწის  გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული  ბუნებრივი რესურსებიჰაერიწყალიმიწაფლორა,ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.
ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველაელემენტს — რელიეფსჰავას,წყლებსნიადაგებსორგანულსამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება. ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით სახეს უცვლის ჰავას რომელზეც ძალიან ცუდად მოქმედებს ატმოსფეროს დაბინძურება ადამიანს სხვადასხვა საწარმოს აშენებით მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს წყლის ბრუნვაში.
       მოსახლეობის მატებასთან ერთად მეტია მოთხოვნილებები როგორც ელ.ენერგიაზე ასევე სასარგებლო წიაღირსეულზე  ამის შედეგად მეცნიერები ფიქრობენ ისეთ ხელსაწყოებზე და ქარხნებზე რომლებიც მარტივად და სწრაფად დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს . ამის შედეგად ზიანი ადგება ბუნებას და მასში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს. იმისათვის რომ იყოს კომუნიკაცია და მიმოსვლა ქვეყნებსა და ქალაქებს შორის იჩეხება ტყეები რათა შესაძლებელი იყოს მატარებლისა და ავტომობილებისთვის სავალი გზის გაკეთება მაგრამ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვერ აცნობიერებს იმას რომ ამდენი ტყის გაჩეხვით რამდენი და რამხელა პრობლემები წარმოიქმნება
.
     გარდა ფლორას (მცენარეულობა) განადგურებისა ადამიანი ფაუნასაც (ცხოველები) ანადგურებს . ხშირად უცოდინრობის გამო მონადირეები ისეთ ცხოველებს კლავენ რომლებიც გადაშენების პირას არიან. ამ ფაქტორების გამო  ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა მე-20 საუკუნის 1 ნახევარში გამოთქვა ინიციატივა წითელი წიგნის შესახებ რომელიც არის იშვიათი და გადაშენების პირას მისულ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების სია. 1949 წელს დაიწყო ინფორმაციის მოპოვება მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების შესახებ. 1966 წელს უკვე მომზადდა პირველი გამოცემები ძუძუმწოვრებისა და ფრინველებიც იშვიათი სახეობების შესახებ.იგი მოიცავს გლობარულ მაშტაბებს და მიმართულია რეკომენდაცია გაუწიოს იმ ქვეყნებს რომელთა ტერიტორიაზეც ცხოველთა სიცოცლეს საფრთხე ემუქრება.აღნიშნული რეკომენდაციების მნიშვნელობა უზარმაზარია მსოფლიო მაშტაბით.


    გამომდინარე ამ პრობლემებიდან უნდა ვეცადოთ რაც შეიძება ცოტა ზიანი მივაყენოთ ბუნებასა და მასში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს. ჩვენ ვალდებულნი ვართ დავრგოთ რაც შეიძლება მეტი ხე , გავამწვანოთ ბუნება, ხელსაყრელი პირობები შევუქმნათ ცოცხალ ორგანიზმებს რადგან თუ გადაშენდებიან ისინი ადამიანი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.            
      ავტორი: მარიამ გელაშვილი